2020 წელს არქიტექტურულმა კომპანიამ MUA ქალაქ თბილისში არსებული ინდუსტრიული ნაგებობების კვლევა დაიწყო. ეს კვლევა კვლავ გრძელდება, თუმცა, ამ ეტაპზე შეიქმნა ერთგვარი რუკა რომელიც აღწერს და კატეგორიზაციას ახდენს იმ 250-მდე საწარმო ქარხნების, რომელიც თბილისის სრული ტერიტორიის დაახლოებით 17 პროცენტს მოიცავს. თუ არ ჩავთვლით გამონაკლისებს, ამ შენობების დიდი წილი დღეს უფუნქციო და მიტოვებულია. ძალიან მცირეა ისეთი ობიექტების რაოდენობა რომელიც ძველი დანიშნულებით მუშაობს, ზოგიერთი კი მიკრო საწარმოებად არის ქცეული.

ამ ფილმში თათა გაჩეჩილაძე, კვლევის თანაავტორი გზას გვიკვლევს არსებულ შენობა-ნაგებობებში, გვიყვება იქ შექმნილ დღევანდელ მდგომარეობაზე და ასევე საუბრობს იმაზე თუ რატომაა მნიშვნელოვანი ამ დანატოვარის შენარჩუნება, ახალი ფუნქციის მოძებნა და რიგ შემთხვევებში მათთვის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებ

——————————————————————————————————————————————–

ძვირფასო მკითხველო,

გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორატიული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი.

თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორატიული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე). ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის.

საქართველოს ბანკი: GE29BG0000000538341364

თიბისი: GE19TB7351736080100015