4-11 დეკემბერს თბილისმა რიგით 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლა. აქ მაყურებელს ათეულობით ფილმის ნახვა შეეძლო, როგორც მხატვრული, ასევე დოკუმენტური მიმართულებით. წელს საკონკურსო პროგრამა მხოლოდ ქართულ ფილმებს ითვალისწინებდა (თუმცა, ამის გარდა იყო ევროკავშირის მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდო ადამიანის უფლებების მიმართულებით), სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური, ისევე როგორც მოკლემეტრაჟიანი მიმართულებით ორივე კატეგორიაში.
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმის ჯილდო სოსო ბლიაძის “ჩემს ოთახს” ერგო, ხოლო თეკლა ასლანიშვილის “სახელმფიწომ სახელმწიფოში” საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პრიზი მოიპოვა. გამარჯვებულების სრული სიის სანახავად ეწვიეთ ქვემოთ მოყვანილ ბმულს. ამ ვიდეო პოდკასტში გადაცემის წამყვანი დათო ლობჟანიძე სტუმრებთან ერთად, დოკუმენტალისტ და მემონტაჟე ეკა წოწორიასთან და ასევე, კინორეჟისორ დეა ჭოლოკავასთან ერთად აჯამებს ფესტივალს. პოდკასტის მონაწილეები საუბრობენ როგორც გამარჯვებულ ფილმებზე, ასევე ქართულ ტენდენციებზე, უცხოურ პროგრამაზე, ორგანიზების ხარისხზე და ფესტივალთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე
——————————————————————————————————————————–
ძვირფასო მკითხველო,
გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორატიული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი.
თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორატიული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე). ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის.
საქართველოს ბანკი: GE29BG0000000538341364
თიბისი: GE19TB7351736080100015