გამომცემლობა “მედუზა” მკითხველის წინაშე სულ ცოტა ხნის წინ წარსდგა, პირველი წიგნი, “დროთა კავშირი” კი 2022 წელს დაიბეჭდა. კრებული საინტერესოა არა მხოლოდ იმით რომ ის საქართველოში შედარებით ნაკლებად პოპულარულ ჟანრს უწევს პოპულარიზაციას, არამედ იმიტომაც რომ ის მეორე სიცოცხლეს აძლევს პრაქტიკულად დავიწყებული ქართველი ავტორების ნაწარმოებებს. აქ საბჭოთა დროს დაწერილი ექვსი ავტორის ნაშრომებს შეხვდებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თანამედროვე ქართველი მკითხველისთვის უცნობიც კი იყო. ამ ვიდეოში ჩვენ გავესაუბრეთ გამომცემლობის დამფუძნებლებს, ანა ყიასაშვილს, მარიამ კვიციანს და ამირან რამიშვილს, რომლებმაც გაგვიზიარეს არა მხოლოდ გამომცემლობის ამბავი, არამედ გვესაუბრნენ ზოგადად სამეცნიერო ფანტასტიკის მდგომარეობაზე საქართველოში, როგორი იყო ნახევრად მივიწყებული ავტორების მოძიების პროცესი და საკუთარ დამოკიდებულებაზე ჟანრის მიმართ
————————————————————————————————————————————-
ძვირფასო მკითხველო,
გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორატიული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი.
თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორატიული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე). ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის.
საქართველოს ბანკი: GE29BG0000000538341364
თიბისი: GE19TB7351736080100015