სტიგ ლარსონი, მილენიუმის სერიის ავტორი (სერიის პირველი წიგნი – “გოგონა დრაკონის ტატუთი”), 2004 წელს 50 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. რამდენიმე კვირაში, ევა გაბრიელსონმა, რომელიც სტიგ ლარსონის პარტნიორი დაახლობით 30 წლის განმავლობაში იყო, ეს წერილი იპოვა. ლარსონმა ის 1977 წელს 22 წლის ასაკში, აფრიკაში გამგზავრებამდე დაწერა. წერილი კონვერტში მოათავსა, რომელსაც ზედ “გახსენით მხოლოდ ჩემი გარდაცვალების შემდეგ” დააწერა.
ევა, ჩემო სიყვარულო,
ადრე თუ გვიან, ყველაფერი მთავრდება. ერთ დღეს ყველაფერი სრულდება. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი რამაა, რაც ამ სამყაროს შესახებ ვიცით. ვარსკვლავები კვდებიან, გალაქტიკები კვდებიან, პლანეტები კვდებიან. ადამიანებიც კვდებიან. მორწმუნე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა იმ დღეს როდესაც ასტრონომიით დავინტერესდი, ყველანაირი შიში რაც კი სიკდვილთან დაკავშირებით გამაჩნდა, გამიქრა. მივხვდი, რომ სამყაროსთან შედარებით, ადამიანი, ერთი კონკრეტული ადამიანი… ძალიან პატარაა. თუმცა, ამ წერილის მიზანი რელიგიური, თუ ფილოსოფიური ლექცია არაა. ამ წერილს “დასამშვიდობებლად” ვწერ. ამ წამს ტელეფონზე გესაუბრე. ჯერ კიდევ მესმის შენი ხმა. წარმოგიდგენ… ლამაზი სურათია, ამ მოგონებას ბოლომდე შევინახავ. ამ მომენტში, ამ წერილს რომ კითხულობ, იცი რომ აღარ ვარ.
არის რაღაც რაც მინდა იცოდე. ვიცი რაც მელოდება აფრიკაში. ვგრძნობ, რომ ეს მოგზაურობა შეიძლება ჩემი სიკვდილის მიზეზი აღმოჩნდეს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ეს გამოცდილება უნდა მივიღო. უმოქმედობისთვის არ დავბადებულვარ. სხვანაირი ვარ. შესწორება: სხვანაირი ვიყავი… აფრიკაში მხოლოდ ჟურნალისტის რანგში არ მივდივარ, ეს უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური მისიაა და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მოგზაურობა შეიძლება სიკვდილის მიზეზი გახდეს.
ახლა რომ გწერ, პირველი შემთხვევაა ზუსტად რომ ვიცი რისი თქმაც მსურს: მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ. მინდა რომ ეს იცოდე. მინდა იცოდე, რომ შენ ყველაზე მეტად მიყვარდი. მინდა ეს იცოდე და ამ ყველაფერს სერიოზულად ვამბობ. მინდა, გახსოვდე, მაგრამ არ მიგლოვო. თუ შენთვის მართლა ფასეული ვარ და ვიცი რომ ვარ, ალბათ ჩემი სიკვდილი ტკივილს მოგაყენებს. მაგრამ, თუ შენთვის ნამდვილად ღირებული ვარ, არ დაიტანჯო, არ მინდა. არ დამივიწყო, მაგრამ განაგრძე ცხოვრება. შენი ცხოვრებით იცხოვრე. დროთა განმავლობაში ტკივილი შესუსტდება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამის წარმოდგენა რთულია. მშვიდობა გქონოდეს ჩემო სიყვარულო; იცხოვრე, გიყვარდეს, გძულდეს და განაგრძე ბრძოლა…
ვიცი, ბევრი ცუდი თვისება მქონდა, თუმცა ალბათ კარგიც, ყოველშემთხვევაში ამის იმედი მაქვს. შენ, ევა, ჩემში ისეთი სიყვარული გააღვიძე, რომ ბოლომდე ვერცერთხელ გამოვხატე…
გასწორდი, წელში გაიმართე და თავი მაღლა გეკავოს. კარგი? შენ თავს მოუარე, ევა. ყავა დალიე. ყველაფერი დამთავრდა. მადლობა ერთად, ლამაზად გატარებული დროის გამო. ძალიან გამაბედნიერე. Adieu.
ევა, გკოცნი.
სიყვარულით, სტიგი.
წყარო: lettersofnote
მიყვარს წერილები და თანაც , ჭკვიანი ადამიანების წერილები .
კარგი ვინმე იყო ლარსონი .
LikeLike