2018 წლის ბოლოს, 3-9 დეკემბერს თბილისმა მორიგ, მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც მაყურებელს ათეულობით ფილმის ნახვა შეეძლო. პოდკასტში, კინომცოდნე ანა ჭყონია, ფესტივალის პროგრამის კოორდინატორი გურამი ღონღაძე და პოდკასტის წამყვანი დათო ლობჟანიძე ფესტივალზე ნანახ ფილმებს მიმოხილავენ და ასევე, ზოგადად მიღებულ შთაბეჭდილებებზე საუბრობენ