დღეს კორონავირუსის პანდემია ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროზე ახდენს გავლენას. გამოწვევა რომლის მსგავსიც სამყაროს ათწლეულიებია არ უნახავს წარმოშობს კითხვას – როგორი იქნება მსოფლიოს სოციო-ეკონომიკური მოწყობა მას შედეგ რაც პრობლემა ეპიდემიოლოგიური კუთხით მოგვარდება. თავის 2007 წლის წიგნში პუბლიცისტი და აქტივისტი ნაომი კლაინი კრიზისებზე საუბრობს, როგორ იქცევა კრიზისული გარემოებები ახალი იდეების განხორციელებისთვის ხელსაყრელ ნიადაგებად. მიუხედავად იმისა რომ წიგნში კლაინი მეტწილად უარყოფით შედეგებზე და არასწორ ეკონომიკურ ნაბიჯებზე საუბრობს, კორონავირუსის პანდემიის შემთხვევაში ის იმედს იტოვებს რომ ამჯერად უფრო ოპტიმისტური გამოსავალის იმედიც შეიძლება გვქონდეს