რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ.

ბოლო წლებში ეკრანებზე არაერთი ქართული ფილმი გამოვიდა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად იდენტობის და გენდერის თემას ეხება. მორიგი ეპიზოდის სტუმარია გენდერის სპეციალისტი, ეთუნა ნოღაიდელი, რომელიც სამ ფილმს ოჯახური ტრადიციების კონტექსტის გათვალისწინებით მიმოიხილავს. ეს ფილმებია, 2019 წლის ლევან აკინის და “ჩვენ ვიცეკვეთ,” ამავე წლის თამარ შავგულიძის “კომეტები” და 2017 წლის ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის “ჩემი ბედნიერი ოჯახი”