ავტორი: დათო ლობჟანიძე
მოცემული მინი რეცენზია დაწერილია 73-ე ბერლინალეს შთაბეჭდილებების სერიის ფარგლებში.
Hello Dunkness რაღაც გაგებით ფილმი არაა, ეს არის მიმი რომელიც ერთ საათს გრძელდება. სიუჟეტურად ნამუშევარი 2016 წელს იწყება – დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო პერიოდით, კოვიდის პანდემიით გრძელდება და ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებით მთავრდება. ყველაზე საინტერესო სოდა ჯერკის დუეტის ნამუშევარში ის ფორმაა რომელსაც ფილმის შემქმნელები გვთავაზობენ, რადგან ნაწარმოები ბოლო 30-40 წლის განმავლობაში არსებული დასავლური პოპ კულტურის ნიმუშებითაა აწყობილი, რომლებიც ამერიკანაზირებულ სამყაროს პირობებში ამ ქვეყნის გარეთაც ძალზედ ნაცნობია.
ფილმი კულიშიოვის ეფექტზე დგას, სადაც ერთმანეთთან დაუკავშირებელი კინო, სარეკლამო თუ პოპ კულტურის სხვა გამოსახულებები, ერთმანეთს ანაცვლებენ და ახალი ამბებით გაჯერებულ ჩვენს გონებაში ქმნიან ერთიან ნარატივს პოლიტიკურად აბსურდული თანამედროვეობის შესახებ. ამ მიმართულებით ავტორებმა გიგანტური კოლაჟი შექმნეს და ამ მხრივ მათი შრომა დასაფასებელი და გასაკვირიც კი არის. თუმცა, თუ პირველ ეტაპზე ფილმი, რომელიც პროლოგად პეპსის ცნობილ სარეკლამო რგოლს იყენებს, კენდალ ჯენერის მონაწილეობით, შემდგომში საკუთარ თავს იმეორებს, პროგნოზირებადი ხდება და ახალს არაფერს გვთავაზობს. შესაძლოა, ნებისმიერი ამბის კონკრეტულ მედიუმზე (ამ შემთხვევაში კინოს) მორგება არც ღირდეს და იქნებ სჯობია ასეთ შემთხვევებში სათქმელი ნიუსებს და მიმებს მივანდოთ?
ლიტაგორას შეფასება: 6/10