სივრცე რომელსაც ამა თუ იმ ფილმის შემთხვევაში ვხედავთ დიდწილად განსაზღვრავს უშუალოდ ნაწარმოებს. მაგალითისათვის, თუ მოქმედება რომელიმე ქალაქის ცენტრალურ რაიონში ვითარდება, ის შესაძლოა განსხვავებულ ამბავს გვიყვებოდეს ვიდრე ეს ამავე ქალაქის გარეუბნის შემთხვევაში იქნებოდა. ანი კილაძე კინომცოდნეა და პლათფორმა “ეს არის კინოს” თანადამფუძნებელი. რუბრიკის ამ ეპიზოდში ანის განხილვის საგანია პერიფერია, რომელსაც ის სამი ფილმის მაგალითზე მიმოიხილავს.

რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ვიწვევთ არა მხოლოდ კინომცოდნეებს, რეჟისორებს, მსახიობებს, არამედ ზოგადად კინოს მოყვარულ სხვა პროფესიის ადამიანებსაც, რომლებიც მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ