ტერმინი “ფილმ ნუარი” პირველად მე-20 საუკუნის ორმოციან წლებში გამოჩნდა. მიუხედავად იმისა რომ ფილმ ნუარი ცალკე ჟანრად შეგვიძლია გამოვყოთ, შესაძლებელია ამ მოვლენაზე როგორც სტილზეც საუბარი, რომელიც სცდება კონკრეტული ჟანრის ნორმებს და რომელიც სხვადასხვა ჟანრში შეიძლება მოგვევლინოს, იქნება ეს კომედია თუ ვესტერნი. ამიუს მიუხედავად ფილმ ნუარად მეტწილად მაინც ისეთ ფილმებს მოიხსენიებენ რომლებიც თრილერის, ჯაშუშურ თუ დეტექტიურ ელემენტებს შეიცავენ. რუბრიკა 3 ფილმის მორიგ ეპიზოდში ფილმ ნუარზე საუბრობს რეჟისორი ლევან შუბაშვილი. ამ ფენომენის აღსაწერად ლევანის მიერ განხილულია შემდეგი ფილმები: ფრიც ლანგის 1937 წლის “მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ”, ჯონ ჰიუსტონის 1941 წლის “მალტის შევარდენი” და გელა ბაბლუანის 2005 წლის “ცამეტი”.

რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ