რას ვხედავთ როდესაც ვარსკვლავებს ვუყურებთ? ადამიანებს თუ ადამიანების რეპრეზენტაციებს? თავის 1967 წლის უმნიშვნელოვანესს ტექსტში, “სანახაობის საზოგადოება” სიტუაციონისტი ფილოსოფოსი გი დებორი მნიშვნელოვან როლს სანახაობის კულტურის ფორმირებაში ვარსკვლავებს უთმობს. მისი აზრით სელებრითებს არსებულ სისტემაში კონკრეტული როლი უჭირავთ, საკუთარი თავის გასაქონლებით ისინი ასევე შრომის შედეგად მიღებული საქონლის როგორც გასაყიდი პროდუქტის მედიატორებად გვევლინებიან. ამავდროულად, მიუხედავად იმისა რომ ვარსკვლავების ცხოვრება ერთი შეხედვით შესაძლოა შესაშურიც კი იყოს, ეს ადამიანები საკუთარ თავის მიმართ გაუცხოებულები არიან იმდენად რამდენადაც მუდმივად მათზე დაკისრებული მოლოდინის შესრულება უწევთ. ეს ვიდეო ესე დე ბორის იდეების აღსაწერად ერთის მხრივ ფილოსოფოსის ტექსტიდან ამონარიდებს და მეორეს მხრივ გასული წლების ძალიან ცნობილ მედია იმიჯებს იყენებს