ჯორდან პილი ჰოლივუდში და ჟანრობრივ კინოში მოღვაწეობს. ამის მიუხედავად პილის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ავტორს რომელსაც გააჩნია საკუთარი პოზიცია ამა თუ იმ სოციალური საკითხის მიმართ. თავის 2022 წლის ნამუშევარში პილი სანახაობის თემას ეხმაურება. საინტერესოა რომ Nope-ის ყურება ორი სხვადასხვა მიდგომით შეიძლება, ერთი მხრივ ეს ფილმი გართობის ძალიან კარგია საშუალებაა, სანახაობა როგორც ასეთი. თუმცა, მეორე მხრივ ის ასევე სანახაობის ფენომენის კვლევადაც შეგვიძლია დავინახოთ. ვიდეო ესსეს მორიგ ეპიზოდში დათო ლობჟანიძე Nope-ს გი დე ბორის 1967 წელს დაწერილი ტექსტის, “სანახაობის საზოგადოების” დახმარებით აანალიზებს
Nope | სანახაობის საზოგადოება
