რა შინაარს იძენს 100 წლის წინ გადაღებული კადრები ინტერნეტის ეპოქაში , სადაც რეპროდუქციის უსაზღვრო შესაძლებლობებია, როდესაც გამოსახულებას ხმის სახით სრულად სხვა დროს, ეპოქასა და სივრცეში შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები ედება ფონად? ოდესღაც შექმნილი კადრები მუდმივი მანიპულაციის, გადააზრების, მათი ახალი შინაარსით დატვირთვის შესაძლებლობას გვაძლევენ, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი ყველაფრის ასლს წარმოადგენს. ამ პროცესში არაფერია მუდმივი, ყველაფერი ცვალებადია, გამოსახულების და ხმის კომბინირება და ერთმანეთთან მიმართება კი, ვიდეოს როგორც მედიუმის ერთი მხრივ კონტროლის შესაძლებლობაზე და ამავდროულად, პარადოქსულად, მის მოუხელთებლობაზე მიანიშნებს