“მსხვერპლშეწირვის მიწა” ანა ფატლაძის და ელენე ღლონტის მიერ შექმნილი ვიდეო არტია. აქ ავტორები პოეტური ფორმით გადმოსცემენ ჭიათურაში წლების განმავლობაში არსებულ მძიმე სურათს, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ჭიათურის ამბავს თხრობის პარალელურ ხაზად სურამის ციხის ლეგენდა მიჰყვება – დიადი მიზნისთვის ცოცხლად დამარხული ადამიანის ისტორია. ეს იყო ის აუცილებელი პირობა რაც ციხესიმაგრის აღმართვას უზრუნველყოფდა. დღეს შეგვიძლია დავსვათ რიტორიკული კითხვა – რა არის ის მიზანი რომელიც ჭიათურის მოსახლეობისგან მსხვერპლად ყველაზე ძვირფასს – ჯანმრთელობას და სიცოცხლეს მოითხოვს?
მსხვეპლშეწირვის მიწა | ანა ფატლაძე | ელენე ღლონტი
