დიუნა – მოკრძალებული ფრენკ ჰერბერტის მდიდარი სამყარო [რეცენზია]

ავტორი: ნოდარ შერგელაშვილი

I must not fear. Fear is the mind killer. Fear is the little death that brings total obliteration. I will face my fear. I will permit it to pass over me and through me. And when it has gone past I will turn the inner eye to see its path. Where the fear has gone there will be nothing. Only I will remain. (არ უნდა მეშინოდეს. შიში გონების მკვლელია. შიში პატარა სიკვდილია რომელსაც სრული განადგურება მოსდევს. ნებას მივცემ მას ჩემზე და ჩემში გაიაროს. და როდესაც ის გამცდება, ჩემს შინაგან მზერას მივმართავ მისი გზისკენ. სადაც შიში იყო იქ აღარაფერი იქნება. დავრჩები მხოლოდ მე.) 

 

2009 წელს ჯეიმს ქემერონმა საკმაოდ მარტივი შინაარსის მქონე, მაგრამ ვიზუალურად თვალწარმტაცი ავატარი გადაიღო. მის განკარგულებაში ჰოლივუდის სტუდიების მიერ გამოყოფილი მილიონობით დოლარი და 21-ე საუკუნის უახლესი კომპიუტერული, თუ სხვა სახის ტექნიკა იყო, რომლის მეშვეობითაც მას მაყურებლის წარმოსახვა შორეულ პლანეტაზე უნდა გადაეტანა და ყველა დროის საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მხატვრული ფილმი გადაეღო. რამდენად მოახერხა ეს, საკამათო საკითხია.

1959 წელს, ამერიკელმა ფრენკ ჰერბერტმა, დაიწყო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ანთოლოგიის პირველი წიგნის “დიუნას” (Dune)-ს წერა. მის “განკარგულებაში” იყო მეუღლე, ოჯახის ერთადერთი დასაქმებული წევრი და საბეჭდი მანქანა. ჰერბერტმა მომდევნო 20 წლის განმავლობაში, ანთოლოგიის კიდევ ხუთი წიგნი დაწერა რომლებიც იმდენად ღრმად და დეტალურად აღწერს საიდუმლოებებით გაჯერებულ ულამაზეს სამყაროს, რომ მცდელობა ყველაფერი ჩავატიოთ ერთ ან თუნდაც 10 ბლოგ პოსტში უბრალო მკრეხელობა იქნებოდა. ასეთ წიგნებზე 100 რეცენზიის წაკითხვას თავად წიგნების თუნდაც ერთხელ წაკითხვა სჯობია.

ფრაზას რომელიც პოსტს წინ უძღვის ფრენკ ჰერბერტის ნაწარმოების პროტაგონისტი ამბობს მაშინ, როდillustdnესაც მას საშინელი ტკივილის მიყენებით გამოცდას უწყობენ და ამოწმებენ, თუ რამდენად ძლიერია მასში ცხოველური საწყისები. ამ სიტყვებით ჰერბერტი ამტკიცებს, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანი არ არის და სწორედ ამ მომენტიდან იწყება მისი ახალი ცხოვრება. როგორც პოსტის დასაწყისში ჩანს დიუნას შექმნის გადაწყვეტილებაც ახალი ცხოვრების დასაწყისი გახდა თავად ავტორისთვისაც.

ჰერბერტი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო რომელმაც სამეცნიერო ფანტასტიკაში ეკოლოგიური ელემენტები შემოიტანა, დიუნას თითოეულ ნაწილში ფიქციური საზოგადოების რელიგიური, ემოციური და ფიზიკური ევოლუციის, პოლიტიკის, ადამიანური სიგიჟისა და ძალაუფლების საკითხები იმდენად დახვეწილად და რეალისტურადაა დახატული რომ შეუძლებელია ისინი არ შეგიყვარდეთ.

ზოგადსაკაცობრიო და მასშტაბური კოსმოსური საკითხების განვრცობის პარალელულად ჰერბერტს არ ავიწყდება, რომ თუნდაც სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარული მკითხველისთვის მთავარი ელემენტი მაინც ადამიანია. მისი წერის სტილი გაიძულებთ თითოეული გმირის (რომლებიც წიგნში მრავლად არიან) პოზიციიდან შეხედოთ მოვლენებს რომლებიც ვითარდება, ერთი შეხედვით ღვთისგან მივიწყებულ უდაბურ პლანეტა არაკისზე, სადაც ძალაუფლებას მოწყურებული ფეოდალური ოჯახები, სამყაროში ყველაზე ძვირადღირებული და მისტიური ნედლეულისთვის იბრძვიან. ადგილობრივი მოსახლეობის, სასტიკი, მაგრამ სამართლიანი ფრემენების, ჩვეულებებსა და ცხოვრების წესებს, ავტორი იმდენად ძალდაუტანებლად და ოსტატურად გვამცნობს, რომ მათზე დაწერილი ცალკე წიგნის წაკითხვის სურვილი გვიჩნდება. ის პატარა დეტალები კი რომლებიც თვალში გვხვდება აშკარად მიგვითითებს, ჰერბერტი დიდი ხნის განმავლობაში ატარებდა ამ არაჩვეულებრივი წიგნის დაწერის იდეას.

დიუნა იმდენად მრავალმხრივი ნაწარმოებია რომ მისი წაკითხვა ყველასთვის საინტერესო იქნება. ზოგი აქ შურისძიებას და პოლიტიკურ ინტრიგებს შეწირულ სიყვარულის ისტორიებს აღმოაჩენს, პლანეტების ტერაფორმირების საკითხებს წააწყდება, კოსმოსში მოგზაურობის საინტერესო ასპექტებს ჩაუღრმავდება, ზოგიც რელიგიისა და ღმერთის თემებით მოიხიბლება, ან კაცობრიობის ისტორიაში გმირების მნიშვნელობით და როლით დაინტერესდება, ბოლოს და ბოლოს თავად ავტორმა განაცხადა, რომ მისი ნაწარმოებების ერთ-ერთი მესიჯი ხომ სწორედ გმირებს ეხება და მოგვიწოდებს, რომ მათ ყოველთვის უნდა ვუფრთხილდეთ.

დიუნას მნიშვნელობა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში შეუფასებელია, რის გამოც ორმაგად სამწუხაროა რომ ასეთი ნაწარმოების (ჩვენი ინფორმაციით) არცერთი ნაწილი ქართულად ნათარგმნი არაა. თუმცა ანთოლოგიის ექვსივე ნაწილი ხელმისაწვდომია როგორც ინგლისურ ასევე რუსულ ენაზე.

Advertisements

One thought on “დიუნა – მოკრძალებული ფრენკ ჰერბერტის მდიდარი სამყარო [რეცენზია]

  1. ღრმა ბავშვობაში ვითამაშე Dune 2000 მას მერე მინდოდა წაკითხვა.
    საბოლოოდ 4-5 წლის წინ ჩავიგდე პირველი წიგნი ხელში და წამლეკა :))
    მერე დანარჩენებიც მივაყოლე და არც იმათ დაუკლიათ 😀

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s