დღეს კომიქსი ლიტერატურის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ეს ასე არ იყო, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში როდესაც კომიქსები პირველად გამოჩნდა, ეს ჟანრი მოზარდებისთვის თავშესაქცევ მოვლენად აღიქმებოდა.
წლების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, ერთის მხრივ გამოჩდნენ ავტორები რომლებმაც კომიქსში ასახული თემები გააფართოვეს და მეორეს მხრივ შეიქმნა ინდუსტრია, რომელმაც კომიქსები სხვა, აქამდე ტრადიციულად უფრო “სერიოზულ” წიგნებისთვის განკუთვნილ თანრიგში აიყვანა.
რუბრიკა3წიგნის ამ ეპიზოდში მწერალი და მთარგმნელი მიხეილ ციხელაშვილი სამ გამორჩეულ კომიქსზე საუბრობს, ის ერთის მხრივ განიხილავს თუ რა გამოარჩევს ამ სამ ერთმანეთისგან განსხვავებულ ნაწარმოებს და ამავდროულად, მათ მაგალითზე მიმოიხილავს კომიქსების ევოლუციასა და ტრანსფორმაციას.
რუბრიკა სამი წიგნი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ავტორები, კრიტიკოსები, მკვლევრები და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულები, იქნება ეს მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა, მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და სხვადასხვა წიგნებში არსებულ თემებს განიხილავენ
