დოკუმენტური ჟანრის წიგნი “1905 წლის რევოლუცია ბათუმში და ქართველი მუსლიმები” ანთროპოლოგ გიორგი ღვინჯილიას ავტორობით, ფოკუსირდება 1905 წელს აჭარის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებსა და იმ წინაპირობებზე, რომლებიც წინ უძღოდა ჯანყს.

ბათუმის რევოლუცია მნიშვნელოვანი კომპონენტია არა მხოლოდ ამ ქალაქის ისტორიის შესწავლის მიმართულებით, არამედ თანამედროვე საქართველოს მრავალფეროვანი მოზაიკის და იდენტობის დასანახად.

ამ ვიდეოში გიორგი ღვინჯილია საუბრობს ნაწარმოების დაწერის ინსპირაციებზე, მემედ აბაშიძის ფიგურასა და მნიშვნელობაზე რევოლუციის კონტექსტში და ასევე ქართული ისტორიული ფიგურების თუ მოვლენების ახლებური მეთოდოლოგიით შესწავლის აუცილებლობაზე