რამდენიმე წლის წინ დასავლეთ საქართველოში მოცვის მოყვანა იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ ბანკებმა ფერმერებისთვის სპეციალური სესხის შეთავაზება აქტიურად დაიწყეს.
საქართველოში მოცვის პოპულარობის ერთ-ერთი განმაპირობებელი მისი სხვა ქვეყნებთან შედარებით ადრე გახარება და ნოყიერი ნიადაგია. თუმცა, ერთია მოცვის მოყვანა და მეორე მისი გაყიდვა და სხვა გარე ფაქტორები, რომელიც თავიდან დასახულ მიზანს შეიძლება ხელს უშლიდეს. ელენე მიქაბერიძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური “ლურჯი მოცვი” (Blueberry Dreams) ზუგდიდში მცხოვრებ ოჯახზე ფოკუსირდება.
ამ ვიდეოში ფილმის ავტორი მუშაობის პროცესზე, ფილმში ასახულ თემაზე და ქვეყანაში შექმნილი ზოგადი სურათის შესახებ საუბრობს
