2025 წლის 26 აპრილს თბილისის ერთ არაფორმალურ სივრცეში არტისტ ნატალია ნებიერიძის და მამამისის, მხატვარ ზაზა ნებიერიძის პერფორმანსი სახელწოდებით ცესნა (Cesna) 185 გაიმართა.
Cesna 185 მსუბუქი ტიპის თვითფმრინავია, რომელიც წარმოდგენის კონტექსტში ზაზა ნებიერიძის ფრენისადმი ლტოლვას აღნიშნავს. პერფორმანსი ცესნა 185 ნატალიას წინა ორი პერფორმანსის მსგავსად, უნიკალური წარმოდგენის მთავარ მონაწილეებად არტისტის ოჯახის წევრებს აქცევს.
ამ ინტერვიუში ნატალია საუბრობს Cesna 185-ის შესახებ და ამას უკვე შემდგარი ტრილოგიასთან მიმართებაში აკეთებს
