ირინე ჟორდანიას 2024 წლის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “ჰაერი ლურჯი აბრეშუმია” ორი ადამიანის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
ეს პერსონაჟები თბილისში ცხოვრობენ და ყოველდღიურობას რუტინულ ყოფაში ატარებენ.
ფილმში, რომელშიც მარტოობა და ცხოვრებისეული გადაკვეთები ცენტრალურ როლს თამაშობენ, განსაკუთრებული ადგილი მუსიკას უკავია, საუნდტრეკს რომლის ავტორი გოგი ძოძუაშვილია.
ეს ვიდეო ასახავს საუბარს ფილმის რეჟისორს და კომპოზიტორს შორის, ფილმზე თუ საუნდტრეკზე მუშაობის პროცესზე და ზოგადად კინოს და მუსიკის ურთიერთობაზე
