2025 წლის სექტემბერში პროგრესულმა ფორუმმა წარადგინა კვლევა საქართველოში კლასობრივი სტრუქტურის შესახებ. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყანაში კლასობრივი კომპოზიციის მეცნიერულად შესწავლა და ასახვა ხდება.

კოტე ერისთავი, პროგრესული ფორუმის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ამ კვლევის მონაცემებს ჩარჩოდ იყენებს ქართულ პოპულარულ კულტურაში, კერძოდ კინოში, კლასობრივი მდგომარეობის ასახვის შესასწავლად.

ვიდეოთა სერიაში კოტე ერისთავი ლიტაგორას უზიარებს თუ რამდენად ირეკლავს ქართული კინო ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას კლასობრივი თვალსაზრისით.