2010 წლის ისიარ ბოლაინის წვიმაც კი (También la lluvia) ბოლივიის ქალაქ კოჩამბაში წყლის პრივატიზაციის ამბავს გვიყვება. ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობა და პროტესტებს მართავს. ამ პროცესების პარალელურად ესპანელი კინომატოგრაფისტების ჯგუფი ბოლივიაში მე-16 საუკუნის სამხრეთ ამერიკის კოლონიზაციის შესახებ ფილმს იღებს, რომელშიც ესპანელი კონკისტადორები ადგილობრივ მოსახლეობას რესურსებს ეპატრონებიან. გარდა იმისა რომ ფილმი თავისთავად საინტერესო ამბავს გვიყვება, ის ასევე ბუნებრივი, საერთო რესურსების, უსამართლო გადანაწილებას ეხმაურება.
ეს პრობლემა ინტერნაციონალურია და არა ერთ ერს აერთიანებს. ბოლაინის ნაწარმოებში ასახულ მოვლენებთან პარალელების დანახვა საქართველოს მაგალითზეც შეიძლება, რაც განსაკუთრებულად თვალსაჩინო ნამახვანჰესის პროექტის შემთხვევაშია