დღეს დისტოპიის ჟანრი ლიტერატურაში სამეცნიერო ფანტასტიკის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო, თანამედროვე დისტოპიური რომანის დაბადების ათვლა შეგვიძლია ევგენი ზამიატინის ნაწარმოების (“ჩვენ”) შექმნას დავუკავშიროთ. ეს წიგნი 1920 წელს დაიწერა და 1924-ში პირველად დაიბეჭდა. წლების შემდეგ ზამიატინის ნაკვალებზე შეიძლება ითქვას რომ უკვე ოლდოს ჰაქსლიმ და ჯორჯ ორუელმა გაიარეს. ამ ორი ავტორის ნაწარმოებები “საოცარი ახალი სამყარო” და “1984” დღეს დისტოპიის ეტალონებად ითვლება. რუბრიკის მორიგ ეპიზოდში ამ სამ წიგნზე საუბრობს და ერთმანეთთან ადარებს მათში აღწერილ სამყაროებს მწერალი და მსახიობი ალექსანდრე ლორთქიფანიძე