რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ.
რუბრიკის მორიგი სტუმარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი, ლიკა ჯალაღონია კინოს ზღარპულ მხარეს განიხილავს. მის მიერ შერჩეული სამი ფილმი გვახსენებს რომ რეალობა რომელშიც ვცხოვრობთ სასწაულების სამყაროა, მოცემულობა რომელიც ხშირად სასწაულის ძიებაში გვავიწყდება. ლიკას მიერ განხილული სამი ფილმიდან ორი ზღაპარს, ამ სიტყვის ვიწრო გაგებით, არც წარმოადგენს, თუმცა, ამავდროულად ის ხერხები და ამბავი რომელსაც ამ ნამუშევრების ავტორები წარმოადგენენ, ნამდვილად მაგიის და სასწაულის სფეროდანაა. ლიკას მიერ განხილული ფილმებია მატეო გარონეს 2015 წლის “ზღაპართ ზღაპარი”, კარლოს რეიგადასის 2007 წლის “უტყვი სინათლე” და ჰარმონი კორინის 2007 წლის “მისტერ ლოუნლია”