8-12 მაისს ქუთაისმა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს უმასპინძლა. ეს ორგანიზატორების მიერ ქალაქში ჩატარებული პირველი ფესტივალია, თუმცა, ის ყოველწლიურ მოვლენად უნდა იქცეს. წელს ფესტივალმა ათეულობით საკონკურს ნამუშევარს უმასპინძლა. ასევე იყო წარმოდგენილი არა ერთი პროგრამა კონკურსს მიღმა, სადაც სხვა ფილმებს შორის დღეს კლასიკად ქცეული არა ერთი ნამუშევარი იყო ნაჩვენები. ფესტივალის მსვლელობისას Cinexpress.ge-თან თანამშრომლობით ეს ვიდეო პოდკასტი ჩავწერეთ, რომელშიც დათო ლობჟანიძე კინომცოდნეებთან და ფესტივალის ორგანიზატორებთან, ნინი შველიძესთან, ლევან აბდუშელიშვილთან და ალექსანდრე გაბელიასთან ერთად ფესტივალზე ნაჩვენებ ფილმებს და ღონისძიების სპეციფიკას მიმოიხილავს. პოდკასტის მონაწილეები ასევე ვრცლად საუბრობენ ზოგადად კინოზე და ამ სფეროში არსებულ არა ერთ პრობლემურ საკითხზე
საუბრები კინოზე ქუთაისიდან
