როდესაც ინტერნეტი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა, გაჩნდა იმედი რომ ახალი მედიუმი იქნებოდა დემოკრატიულობის და ძალაუფლების ხალხის ხელში კონცენტრაციის საშუალება. რეალობა რომელიც ამ პოდკასტის ჩაწერის მომენტშია შორსაა, ასეთი იდიალიზირებული ხედვისგან. არასწორი იქნებოდა გარკვეული დადებითი მოვლენების არ დანახვა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში ჩვენ პარადოქსალურ სურათს ვხედავთ, ინტერნეტი და შესაძლოა უფრო მეტად სოციალური ქსელები რომლებიც ერთი შეხედვით ხალხის ერთმანეთთან უფრო დაახლოების ფუნქციას უნდა ასრულებდნენ, არა თუ ვერ ახერხებენ რეალურ ურთიერთობასთან მიახლოვებას, არამედ მეტ და მეტ ატომიზაციას და გაუცხოვებას იწვევენ. ეს ეპიზოდი რომლის სტუმარიც მედია თეორისტი დათო ჩიხლაძეა, ახალ მედია რეალობას ეძღვნება, რომელიც ცდილობს გასცეს პასუხი ისეთ კითხვებს როგორიცაა არსებული მედია გარემოს ბუნება, განსხვავება ფიზიკურ და ეკრანს მიღმა არსებულს შორის, რა იწვევს გახლეჩას ამ ორს შორის და ა.შ.
ინტერნეტმა ვერ გაგვათავისუფლა
