ფილოლოგი გიორგი ჯავახაძე ქართული ლიტერატურის სამ შედევრს (“ფიქრნი მტკვრის პირას”, “მერანი” და “ლურჯა ცხენები”) ფართო კონტექსტში მიმოიხილავს. წარმოდგენილ ეპიზოდში ის საუბრობს არა მხოლოდ ავტორების ფილოსოფიასა და გავლენებზე, არამედ ტექსტების დეტალური განხილვით ლაპარაკობს იმაზე თუ რისი დანახვა შეიძლება ამა თუ იმ ნაწარმოების შემთხვევაში ზედაპირული წაკითხვის მიღმა. კონკრეტულად ეპიზოდისთვის შერჩეული სამი ნაწარმოების გარდა გიორგი ასევე საუბრობს ზოგადად ცხენის როლზე ქართულ ლიტერატურაში და ამას შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის მაგალითზე აკეთებს.
რუბრიკა სამი წიგნი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ავტორები, კრიტიკოსები, მკვლევრები და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულები, იქნება ეს მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა, მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და სხვადასხვა წიგნებში არსებულ თემებს განიხილავენ