მას შემდეგ რაც რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტი მეგრულის და სვანური ენების შენარჩუნების ინიციატივით გამოვიდა, თემამ სხვა სადისკუსიო პლატფორმების არ არსებობის პირობებში ფეისბუქ სივრცეში გადმოინაცვლა, სადაც ამ ფორმატისთვის დამახასიათებელი ზედაპირული განხილვის მომსწრენი გავხდით და სადაც ინტერნეტ მომხმარებლები თემას რომელიც მრავამხრივ შესწავლას საჭიროებს მეტწილად ამ თუ იმ წინასწარგანსაზღვული პოზიციებით შეხვდნენ.
იქნება ეს მეგრული, სვანური თუ ქართული ენის საკითხი, ცხადია ის უზარმაზარ აკადემიურ ძალისხმევას, შესაბამისი პოლიტიკის შემუშავაბას და გრძელვადიან სტრატეგიას საჭიროებს. ცხადია, ამ თემის სრულფასოვან განხილვას ვერც ერთ საათიანი პოდკასტი გაწვდება, თუმცა, ეს ჩანაწერი არის მცდელობა საკითხისადმი ინტერესის გაღვივება.
ოპტიკური ნაკადის მეორე ეპიზოდის სტუმარია ნიკო ქელბაქიანი. ნიკო პროფესიით აღმოსავლეთმოცდნეა, ლონდონის სოასის (აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკანისტიკის სკოლის) მაგისტრი. ის ასევე აქტიურად მუშაობს ენის საკითხებზე. ამ ეპიზოდის ფოკუსის საგანი მეგრული და სვანური ენებია, თუმცა, ამავდროულად ცენტრალური საკითხის ფონზე პოდკასტი ასევე მიმოიხილავს ენის, დიალექტების, მათი შენარჩუნების, კვლევის და სხვა შესაბამისს თემებს
ვზეიმობთ ლინგვისტურ მრავალფეროვნებას
