კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი მოვლენები ყოველთვის ახსნის საჭიროების საგანს წარმოადგენდნენ, შედეგად ეს თემა კვლევის თემად იქცა არა ერთი მნიშვნელოვანი ფილოსოფოსისთვის. იმდენად რამდენადაც ისტორია კომპლექსური და წინააღმდეგობებით სავსე მოცემულობაა მის ასახნელად ბევრი სხვადასხვა მიდგომის და დაკვირვების გამოყენებაა საჭირო. რუბრიკა3წიგნის მორიგ ეპიზოდში ფილოსოფოსი საბა კოხრეიძე მიმოიხილავს სამი მნიშვნელოვანი მოაზროვნის სამ გავლენიან მარქსისტულ ტექსტს, და ამავდროულად ასევე ახსენებს და საუბრობს სხვა ფილოსოფოსებზე და მათ აზრებზე თემის შესახებ.
რუბრიკა3წიგნი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ავტორები, კრიტიკოსები, მკვლევრები და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულები, იქნება ეს მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა, მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და სხვადასხვა წიგნებში არსებულ თემებს განიხილავენ