შრომითი გაუცხოება მარქსისტული კონცეფციაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის გაუცხოებას ისეთ საბაზისო მოვლენასთან როგორიც საკუთარ შრომის შედეგად წარმოქნილი მოცემულობაა. ასეთი გაუცხოება შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს, იქნება ეს გაუცხოება საკუთარ თავთან, ბუნებასთან და გარემოსთან თუ სხვა ადამიანებთან მიმართებაში. ცხადია ამ თემამ ასახვა სხვადასხვა ეპოქასა და ქვეყანაში არა ერთ მნიშვნელოვან კინო ნამუშევარში ჰპოვა. სამ ასეთ ფილმზე საუბრობს მორიგ ეპიზოდში ფილოსოფოსი ავთანდილ ძამაშვილი. ამავდროულად ავთანდილი მიმოიხილავს სამ კლასს რომელიც ამ ფილმების შემთხვევაში გხვდებია, ესენია; პროლეტარიატი, პრეკარიატი და ლუმპენპროლეტარიატი. რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ვიწვევთ არა მხოლოდ კინომცოდნეებს, რეჟისორებს, მსახიობებს, არამედ ზოგადად კინოს მოყვარულ სხვა პროფესიის ადამიანებსაც, რომლებიც მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ
ავთანდილ ძამაშვილი | შრომითი გაუცხოება კინოში
