ქალაქში გადაადგილება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში გვავიწყდება იმის გააზრება თუ რაოდენ დიდ როლს თამაშობს ის არა უბრალოდ “ა” პუნქტიდან “ბ” პუნქტში მისასვლელად, არამედ თუ რა პირდაპირი გავლენა აქვს მას ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაზე, იქნება ეს მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი პერიოდი, ინდივიდუალური ჯანმრთელობიდან დაწყებული კოლექტიური, პოლიტიკური შედეგებით დამთავრებული.
ეს თემა ცხადია ზუსტად ეხმაურება ოპტიკური ნაკადის სარედაქციო ინტერესს – იმდენად რამდენადაც ეს არის პოდკასტი ყველაფერ იმის შესახებ რაც ჩვენს ირგვლივ ხდება და ყველაფერ იმაზე რაც ჩვენს ცხოვრებაზე უშუალო გავლენას ახდენს.
ამ თემაზე სალაპარაკოდ მორიგ ეპიზოდში ელენე ხუნდაძე მოვიწვიეთ. ელენე ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ქალაქგანვითარების დაგეგმვის მაგისტრია, 2017-2020 წლებში კი ის თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის სატრანსპორტო პოლიტიკის და დაგეგმვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ელენე სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხის ირგვლივ უზარმაზარ ინფორმაციას ფლობს და ამ კონკრეტულ ეპიზოდში დეტალურად საუბრობს თუ რატომაა მნიშვნელოვანი თბილისის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ბოლომდე მიყვანა, რატომ არის აუცილებელი კერძო ავტომობილებთან მიმართებაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტიზაცია და ზოგადად, რა შედეგი მოაქვს ურბანულ გარემოში სხვადასხვა გადაწყვეტილებებს საზოგადოების ცხოვრებაზე