“მთის ხერხემალი” – ასე ჰქვია თამარ მაღრაძის სოლო გამოფენას რომელიც მრავალფუნქციურ სივრცეში, “მაუდი”-ში 2022 წლის 11 ივნისიდან – 11 ივლისამდე იყო ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომი. გამოფენა ხელოვანის ფერწერულ, ვიდეო და ანიმაციურ მედიუმებს ითავსებს. საინტერესოა, რომ აქ წარმოდგენილი ნამუშევრები ბოლო სამი წლის განმავლობაშია შექმნილი, ერთის მხრივ Covid-19-ის პანდემიის პერიოდში და მეორეს მხრივ ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართული პროტესტების ფონზე, შესაბამისად გამოფენაზე მიმდინარე ლოკალური და გლობალურ პროცესებზე ერთგვარი რეფლექსიის ნახვა შეგვიძლია