1967 წელს თითქმის უცნობმა დევიდ ბოუიმ 20 წლის ასაკში თინეიჯერი ამერიკელი მსმენელისგან წერილი მიიღო. ეს პირველი ამერიკელი ფანი იყო, რომელმაც ბოუის მიწერა და მისი მუსიკა იმდენად მოიწონა, რომ იმ დროისათვის უკვე ლეგენდარულ The Beatles – ს შეადარა. 14 წლის გოგონამ, სანდრა დოდმა ბოუის პირველი ალბომი მამამისისგან მიიღო, რომელიც ნიუ მექსიკოში რადიო სადგურის მენეჯერად მუშაობდა. ბოუიზე წერილმა იმდენად იმოქმედა, რომ პასუხის მიწერა გადაწყვიტა.
1967 წლის 25 სექტემბერი
ძვირფასო სანდრა,
რამდენიმე წუთის წინ ჩემს მენეჯერთან ოფისში, ჩემი პირველი ამერიკელი ფანის წერილი გადმომცეს, შენგან იყო. ისე გამიხარდა, რომ დაუყოვნებლივ პასუხის გაცემა მომინდა, მიუხედავად იმისა, რომ კენი [მენეჯერი] მიყვირის და ჩემს დახმარებას ითხოვს. მომთენა შეუძლია (მომთენა?) ეს ახალი ინგლისური სიტყვაა, რომელიც მოთმენას ნიშნავს.
ალბომის თაობაზე ამერიკელი მსმენელის რეაქციას ველოდებოდი. Billboard-სა და Cash Box-ში რეცენზიები დაიწერა, თუმცა ისინი პროფესიონალ კრიტიკოსთა აზრს წარმოადგენენ, რაც საზოგადოების შეხედულებას იშვიათად ემთხვევა ხოლმე. თუმცა, კრიტიკოსების შეფასება ძალიან საამო იყო. მათ სინგლი “Love You Till Tuesday” -იც კი მოეწონათ. ალბომის ამერიკულ ვერსიაში სურათი ოდნავ ყვითელი გამოუვიდათ. ეგეთი ქერა არ ვარ. უკანა მხარეს რომ სურათია უფრო მგავს. იმედი მაქვს თანდართული ფოტოები მოგეწონება.
შენს კითხვებს რაც შეეხება, ჩემი ნამდვილი სახელი დევიდ ჯოუნსია და ალბათ არ არის საჭირო აგიხსნა, თუ რატომ მომიწია მისი შეცვლა. “Monkey-ებში არავინ მიგიღებს,” მითხრა მენეჯერმა [იმ დროს პოპულარული ჯგუფის The Monkees ვოკალისტი დევი ჯოუნსი იყო]. ჩემი დაბადების დღეს 8 იანვარსაა და ჩემი სიმაღლე დაახლოებით 5’10” ფუტია [178 სენტიმეტრი]. აქ ინგლისში ფან კლუბი მყავს თუმცა თუ საქმეები კარგად წავიდა, ვფიქრობ შტატებშიც გამიჩნდება. ამ ეტაპზე ამაზე ფიქრიც კი ნაადრევია. იმედი მაქვს, ერთ დღეს ამერიკაში მოვხვდები. ჩემი მენეჯერი მის შესახებ ძალიან ბევრს მიყვება, შოუების დამსახურებით ხშირად უწევს მანდ ყოფნა.
იმ დღეს ტელევიზორში ძველ ფილმს ვუყურებდი, “No Down Payment” ერქვა, დიდებული ფილმია, თუმცა საკმაოდ დეპრესიული, თუ რა თქმა უნდა ის რასაც აჩვენებდნენ ნამდვილად ასახავს ამერიკული ცხოვრების წესს. თუმცა, მოგვიანებით დოკუმენტური ფილმი აჩვენეს, ამერიკელი პოეტის რობერტ ფროსტის შესახებ იყო, მეტწილად ვერმონტში, მის სახლში იყო გადაღებული და ამ ფილმმა ანგარიში გაათანაბრა. დარწმუნებული ვარ, ამ მეორეში ამერიკა უფრო რეალისტური იყო.
წინა კვირას პირველი ფილმი ჩავწერე. სულ რაღაც თხუთმეტწუთიანია, მაგრამ საკმაოდ კარგი გამოცდილება მომცა, რომელიც სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებაში დამეხმარება, გადაღებას იანვარში ვგეგმავ. ძალიან დიდი მადლობა გამოჩენილი სიკეთისთვის და მოწერისთვის, ძალიან გთხოვ, კიდევ მომწერე და შენს შესახებ მიამბე.
საუკეთესო სურვილებით,
დევიდ ბოუი
წყარო: Letters of Note
Letter of Note საინტერესო და სახალისო წიგნია.
LikeLike
Reblogged this on ☆.
LikeLike