Graft Versus Host (ტრანსპლანტი მასპინძლის წინააღმდეგ) გიორგი გაგო გაგოშიძის სპეკულაციური ესეა, რომელშიც ავტორი პარალელებს ავლებს საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობასა და დიაგნოზს და ისეთ გლობალურ გეოპოლიტიკურ საკითხებს შორის, როგორიც მაგალითად საბჭოთა კავშირის დაშლა და ახალი ეკონომიკურ წყობის ჩამოყალიბებაა.
ამ ინტერვიუში რომელიც 76-ე ბერლინალეს მსვლელობისას ჩავწერეთ, გაგო საუბრობს ფილმის შინაარსობრივ და ასევე, მის ფორმალურ მხარეზე. “ტრანსპლანტი მასპინძლის წინააღმდეგ” პირველი ქართული [ქართულ-გერმანული] ფილმია, რომელიც ბერლინალეზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში იღებს მონაწილეობას
