“ქართლის ცხოვრება” თამარ კალანდაძის და ჟულიენ პებრელის 2025 წლის დოკუმენტური ფილმია, რომელიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების თბილისში, სანატორიუმ “ქართლში” ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

ფილმი ამსტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის IDFA-ს ჯილდოთი (რეჟისორის საუკეთესო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაცია) აღინიშნა, ხოლო ტრიესტეს კინოფესტივალზე ორგანიზაცია Osservatorio Balcani and Caucaso Transeuropa – ის მიერ დაწესებული პრიზი გადაეცა.

ამ ვიდეოში ფილმი თანარეჟისორი, თამარ კალანდაძე ფილმის შინაარსზე, ფორმასა და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს