“აჭარელი მლხენელები” არის წიგნი, რომელიც ზემო აჭარაში ჩატარებულ საველე კვლევას ეფუძნება და რომლის ფარგლებშიც პროექტის ავტორებმა ალპური, ველური მცენარეების ჰერბარიუმი შეადგინეს და შეხვდნენ 50-მდე ადგილობრივ მემთეურ ქალს. ამ ვიდეოში იდეის ავტორი ნინი ხუროშვილი გვესაუბრება თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ზემო აჭარაში დაგროვილი ცოდნის შეგროვება და დაფასება არა მხოლოდ არსებული ტრადიციების შესანარჩუნებლად, არამედ მეცნიერულ თვალსაზრისითაც. ამავდროულად, ნინი საუბრობს იმ საფრთხეებზე რომელიც პროექტის ფარგლებში გამოჩნდა, მაგალითად ახალგაზრდებში მცენარეების შესახებ ცოდნის ნაკლებობაზე და კომერციული კომპანიების მიერ მასიურ შეგროვებაზე, რაც გარკვეული ჯიშების გაქრობასაც კი შეიძლება იწვევდეს. წიგნი რომელიც პროექტის ავტორების ძალისხმევით შეიქმნა პოპულარიზაციას უწევს იმ გამოცდილებას და ცოდნას მცენარეების შესახებ, რომელიც სხვა შემთხვევაში შესაძლოა ხელმიუწვდომელი ყოფილიყო ფართო აუდიტორიისათვის
აჭარელი მლხენელები
