გალერეა LC Queisser-ის ხუთი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენა „წინამძღვრიშვილის 49 / მაზნიაშვილის 10“ გალერეის სამეზობლოსა და ქალაქს აკვირდება. გამოფენის ფარგლებში არქიტექტურის ისტორიკოსმა მაია მანიამ საგანგებოდ გამოფენისთვის მოამზადა ნაშრომი – ,,წინამძღვრიშვილის ქუჩის 49-ში მდებარე ყოფილი საშემოსავლო სახლისა და მისი მიმდებარე მიკროკვარტლის მხატვრულ–არქიტექტურული შეფასება“, ხოლო ნატალია ნებიერიძემ უბანი და სამეზობლო შეისწავლა. ეს კვლევები წარმოდგენილია 24 ხელოვანთან ერთად, რომლებიც გალერეის საქმიანობაში მისი გახსნის დღიდან არიან ჩართული
LC Queisser | სამეზობლოს და ქალაქის კვლევა
