ხანდახან პოდკასტს შესაძლოა ერთმა ფრაზამ მისცეს დასაბამი. “არის ასეთი ადგილი” 2020 წელს გარდაცვლილი ანთროპოლოგის და ანარქისტის, დევიდ გრებერის გამონათქვამს ეფუძნება – “სამყაროს ძირითადი, დამალული ჭეშმარიტება არის ის, რომ მას ჩვენ ვქმნით, და იგივე წარმატებით განსხვავებული სამყაროს შექმნა შეგვიძლია.” გასაკვირი არაა რომ პირველი, საპილოტო ეპიზოდი უშუალოდ დევიდ გრებერს, მის ხედვებს და ზოგადად განსხვავებული სამყაროს იდეას მიეძღვნა. პოდკასტის სერიის ფარგლებში შეიქმნება ეპიზოდები სხვადასხვა თემებზე – როგორც ლოკალური, ასევე გლობალური მიმართულებით, ზოგჯერ რთულად წარმოსადგენ რეალობებზე, ხანდახან კი საკმაოდ რეალისტურ ხედვებზე, რომელთა განსახორციელებლად პოლიტიკური ნებაც კი საკმარისია