სამხრეთ კავკასიის რეგიონი წაბლის პოპულაციების ბუნებრივი გავრცელების მაღალი დონით გამოირჩევა. თუმცა, რეგიონში წაბლის პოპულაციები საფრთხის წინაშე დგანან და პერსპექტივაში, პრევენციული ზომების არ მიღების შემთხვევაში, შესაძლოა სრულად გაქრნენ.

ამის ერთ-ერთი მთავარი, თუმცა არა ერთადერთი მიზეზი, მიმდინარე კლიმატის ცვლილებაა.

ამ ვიდეოში ბერიკა ბერიძე, ბიოლოგიათა მეცნიერებების დოქტორი პოზნანის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტში, სამხრეთ კავკასიაში წაბლის ბუნებრივი პოპულაციების ევოლუციური ისტორიისა და კონსერვაციული გენეტიკის მნიშვნელობაზე საუბრობს.

“ექსტრაქტი” ლიტაგორას რუბრიკაა, რომლის მიზანი აკადემიის კედლებს გარეთ ახალი ცოდნის და საინტერესო კვლევების გატანა და პოპულარიზაციაა