“ეთერი ხალხს – შენობა ქალაქს!” არის ინიციატივა რომელსაც საქართველოს ეროვნული ფონდი ევროპანოსტრასთან თანამშრომლობით აწარმოებს, რაც ტელეცენტრის (საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის) ისტორიული შენობის შენარჩუნების იდეის ადვოკატირებას გულისხმობს. ეს შენობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არქიტექტურული თვალსაზრისით, არამედ განსაკუთრებული სატელეკომუნიკაციო ძეგლი და ამავდროულად ურბანულ სივრცეში საკვანძო ელემენტია. 2022 წელს შენობა აუქციონზე “ვისოლ ჯგუფმა“ შეიძინა, შედეგად ტელევიზია უნდა გადავიდეს სხვა შენობაში, ხოლო არსებულ ტერიტორიაზე ინვესტორს რადიკალურად განსხვავებული შინაარსის, დეველოპერული კომპლექსის მოწყობისთვის გზა ეხსნება.

2025 წლის 19 იანვარს, მიმდინარე პროტესტების ფონზე, საქართველოს ეროვნული ფონდში, შენობის მრავალმხრივი მნიშვნელობაზე სხვადასხვა დარგის სპეციალისტის საუბარი ჩავიწერეთ. ამ ვიდეოში არქიტექტორი ნატალია ნებიერიძე მოდერირებს საგანმანათლებლო ხასიათის განხილვას ფონდის წარმომადგენელ სალომე ტაბატაძეს, ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერიას და არქიტექტორ-ქალაქმგეგმარებელ ნანო ზაზანაშვილის მონაწილეობით