დევიდ ლოურის 2021 წლის “მწვანე რაინდი” (The Green Knight) შუა საუკუნეების არტურიანული ლეგენდის ერთგვარი გადათამაშებაა, რომელიც თემატურად მრავალფეროვანი ნაწარმოებია. ამ თემებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სიკვდილს.

ლოურის ხედვაში სიკვდილი არის მოცემულობა, რომელიც აიძულებს ადამიანს ამყოფოს მუდმივი არჩევანის წინაშე საკუთარი ცხოვრების კონსტრუირების პროცესში.
ამავდროულად, “მწვანე რაინდის” მთავარი პერსონაჟის, გავეინის მეშვეობით ლოური იკვლევს ძალაუფლების თემას და ასევე გვაფრთხილებს თუ რისი დაკარგვა შეუძლია ადამიანს ძალაუფლების ძიების გზაზე