ბრემ სტოკერის 1897 წლის რომანის “დრაკულას” პირველი კინო ადაპტაცია დღეს დაკარგულად ითვლება. მისი პრემიერა 1921 წელს ვენაში შედგა, კაროი ლაიტაის ავტორობით.
თუმცა, მალევე, 1922 წლის მარტში, გერმანულ ეკრანებზე გამოვიდა “ნოსფერატუ: საშინელებათა სიმფონია,” ფრიდრიხ მურნაუს რეჟოსორობით. მურნაომ ფილმისთვის საჭირო საავტორო უფლებები ვერ მოიპოვა და ამ პრობლეების დასაძლევად ხრიკს მიმართა, პერსონაჟებს და ზოგიერთ სხვა საკუთარ სახელებს ალტერნატიული სახელები მიანიჭა.
ამის მიუხედავად, ფილმის შემქმნელების წინააღმდეგ სამართლებრივი დავა ფლორენს ბალკომმა, ბრემ სტოკერის ქვრივმა წამოიწყო და მოითხოვა მისი ყველა ასლი გაენადგურებინათ. ფილმს მისი წინამორბედის ბედი უნდა გაეზიარებინა, თუმცა, ნამუშევარი გაქრობას გადაურჩა და ის დრაკულას პირველ შემორჩენილ და ბევრის აზრით დღემდე საუკეთესო ადაპტაციად მიიჩნევა.
დღეს “ნოსფერატუს” ორიგინალი ვარიანტი თავისუფალ წვდომაშია და საავტორო უფლებების მოპოვებას არ საჭიროებს (თუმცა, საავტორო უფლებებით დაცულია სხვადასხვა ვარიანტები – ფერის, მუსიკის თუ სხვა ელემენტების გათვალისწინებით).
ასეთი ფორმით ფილმი პირველად იტვირთება. ამ ვარიანტის შესაქმნელად ლიტაგორა საფუძვლად იყენებს La Cinémathèque français – ის მიერ შემონახულ თავდაპირველ ვარიანტს და მას ახალ მუსიკალურ რიგს (Creative Commons-ის ლიცენზიის ქვეშ არსებული ნამუშევრების გამოყენებით), ქართულ თარგმანს და მინიმალურ ფერის კორექციას უსადაგებს.
