გილიერმო დელ ტორო, ავტორი და რეჟისორი ტვიტერზე სულ რაღაც სამი კვირის წინ დარეგისტრირდა, თუმცა ამ მცირე დროში უკვე მოასწრო ფასეული რჩევების გაცემა, მათ შორის ლიტერატურული რჩევების. გასაკვირი არ არის, რომ მის რჩეულ წიგნებს შორის ზღაპრები ჭარბობენ. დელ ტორო ყოველდღიურად ახალ საინტერესო წიგნებს გვთავაზობს და როგორც ჩანს ახლო მომავალში გაჩერებას არ აპირებს. გთავაზობთ რეჟისორის ზოგიერთი საყვარელი წიგნის ჩამონათვალს.
მხატვრული
ვამპირული გობელენი (The Vampire Tapestry), სიუზი მაკკი ჩარნასი
პარიზელი მაქცია (Werewolf of Paris), გაი ენდორი
მეფე ოქროს ნიღაბში (The King in the Golden Mask), მარსელ შვობი
ჰილდა და შუაღამის გიგანტი (Hilda and the Midnight Giant), ლიუკ პერსონი
უდოლფოს საიდუმლოებანი (The Mysteries of Udolpho)
ედნრიუ ლანგის ზღაპრების სრული კრებული (The Complete Fairy Books of Andrew Lang)
უხერხულობანი (Embarrassments), ჰენრი ჯეიმსი
ბიძია საილასი (Uncle Silas), ჯოსეფ შერიდან ლაფანუ
არამხატვრული
ზღაპრების მეცნიერება და შესავალი ფერიების მითოლოგიაში (The Science of Fairy Tales An Inquiry into Fairy Mythology), ედვინ სიდნი ჰარტლენდი
ვამპირები, დაკრძალვა და სიკვდილი: ფოლკლორი და რეალობა (Vampires, Burial, and Death: Folklore and Reality), პოლ ბარბერი
პასპორტი ზებუნებრივში: ყველა დროის და ქვეყნის ოკულტური კონსპექტი (Passport to the Supernatural: An Occult Compendium from All Ages and Many Lands), ბერნარდ ჰარვუდი
ვამპირი ევროპაში (The Vampire in Europe), ჯონ ედგარ ბრაუნინგი
ვამპირი, მისი ნაცნობები და ნათესავები (The Vampire, His Kith and Kin), მონტაგ სამერსი
ვამპირის ნატურალური ისტორია (The Natural History of the Vampire), ენტონი მასტერსი
ფანტომური სამყარო ან სულების, აჩრდილების და სხვების ფილოსოფია (The Phantom World – or, The philosophy of spirits, apparitions, &c, &c) – ავგისტინ კალმე
ჰიჩკოკი: ალფრედ ჰიჩკოკის შემსწავლელი სახელმძღვანელო, ფრანსუა ტრუფო
raa zmaaa prostaaa reeebs kitxulobs ❤ ^_^
LikeLike
როგორ მიყვარს თქვენი ბლოგი ❤
LikeLike