1938 წელს ჯონ ტოლკინის წიგნის, “ჰობიტი” ინგლისურ ენაზე გამოსვლიდან რამდენიმე თვეში, ნაწარმოებით გერმანული გამომცემლობა Rütten & Loening დაინტერესდა და მისი გერმანულ ენაზე გამოცემა გადაწყვიტა.აგენტებს შორის მოლაპარაკება წარმატებულად მიმდინარეობდა, სანამ ივლისში Rütten & Loening-ის წარმომადგენლებმა ტოლკინს მისი არიული წარმომავლობის შესახებ მოთხოვნა არ გაუგზავნეს. ტოლკინი თხოვნას გაუბრაზებია და აი ამ წერილით უპასუხია.
ძვირფასო ბატონებო,
მადლობა წერილისთვის. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია, თუ რას გულისხმობთ თქვენ არიულობაში. მე არ ვარ არიული, ანუ ინდო-ირანული წარმომავლობის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არცერთი ჩემი წინაპარი არ საუბრობდა ჰინდიზე, სპარსულად, ბოშურად ან რომელიმე ახლობელ დიალექტზე.
თუმცა, თუ თქვენ ჩემი ებრაული წარმომავლობა გაინტერესებთ, მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი წინაპრები ამ ნიჭიერ ხალხს შორის არ ყოფილან. ჩემი დიდი ბაბუის მამა ინგლისში მე-18 საუკუნეში გერმანიიდან ჩამოვიდა, ანუ ჩემი წინაპრების ძირითადი ნაწილი ინგლისური წარმომავლობისაა და გამოდის, რომ მეც ინგლისელი ვარ. ისიც უნდა ითქვას, რომ ყველაფრის მიუხედავად ჩემი გერმანული გვარით ომის დაწყებამდე ვამაყობდი, რომლის დროსაც ინგლისის ჯარში ვმსახურობდი. თუმცა, თავს ვერ ვიკავებ და უნდა გამცნოთ, რომ თუ ასეთი უხამსი და შეუსაბამო თხოვნები ლიტერატურულ სამყაროში წესაც იქცა, შორს არ არის ის დრო როდესაც გერმანული გვარი სიამაყის საფუძველი აღარ იქნება.
რა თქმა უნდა, ეს თხოვნა თქვენი ქვეყნის კანონებითაა გამოწვეული, თუმცა, თუ ამ კანონებს თავს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს მოახვევთ, ეს რა თქმა უნდა არასწორი იქნება, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ის რამენაირ გავლენას ახდენს ჩემი ნამუშევრების ფასეულობაზე, რომლებიც თქვენთვის ჩემი Abstammung – ის (გერმ. წარმომავლობის) ცოდნის გარეშეც მისაღები ჩანს.
იმედი მაქვს ეს პასუხი დაგაკმაყოფილებთ, საუკეთესო სურვილებით,
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
წყარო: LettersofNote