liqoke10

ვისაც თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე გული შესტკივა და ამ მხრივ პესიმისტურად არის განწყობილი, ლია ლიქოკელის “დევისცოლის სიცილის” გაცნობას ვურჩევთ. ლიქოკელის ლექსები ენის მოქნილობის და უძირო ფანტაზიის ზეიმია. თუმცა, ლიქოკელის პოეზიის ყველაზე დიდი ღირსება ალბათ ის არის, რომ სიყალბის არანაირ შეგრძნებას არ გიტოვებს.

თუ თანამედროვე უცხოური პროზისკენ მიგიწევთ გული, პოლ ოსტერის “ნიუ იორკული ტრილოგია” (ქართულად ნაწარniu-iorkuli trilogiaმოები “ბაკურ სულაკაურის” გამომცემლობამ 2008 წელს თარგმნა) შეგვიძლია გირჩიოთ. წიგნი, სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგება, თუმცა ყველას ოსტერის დამახასიათებელი პოსტმოდერნისტული “აურა” აერთიანებთ. აქ სხვადასხვა ისტორიები ერთმანეთში იხლართება, რეალობა ფანტაზიაში, ფანტაზია რეალობაში, დეტექტივი აბსურდში და აბსურდი დეტექტივში გადადის.

რეალობასთან უფრო ახლო სამყაროში თუ გინდათ აღმოჩნდეთ, ჯონ კუტზეს, “სირცხვილმა” (ქართული თარგმანი – e183a1e18398e183a0e183aae183aee18395e18398e1839ae18398გამომცემლობა”დიოგენე,” 2012 წელი) შეიძლება დაგაინტერესოთ. მე-20 საუკუნის მიწურულს დაწერილი წიგნი პოსტ აპარტეიდული სამხრეთ აფრიკის შესახებ მოგვითხრობს. მართალია წიგნში აღწერილიმა სამხრეთ აფრიკამ წარსულს ჩააბარა რასიზმი როგორც ჩვეუელებრივი მოვლენა, მაგრამ ნათელია, რომ მისგან დატოვებული იარები ჯერ კიდევ მძლავრობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში იჩენს თავს, განსაკუთრებით ქვეყნის პროვინციულ ნაწილში.

tumblr_njm1ciGFOX1qaouh8o1_400იმ შემთხვევაში თუ ინგლისურად, რუსულად, ან რომელიმე სხვა პოპულარულ ენაზე კითხვის ფუფუნება გაქვთ და თან სამეცნიერო ფანტასტიკა გაინტერესებთ, არ გამოტოვოთ ენდი უერის “მარსელი”. საინტერესოა რომ თავდაპირველად, 2011 წელს უერმა წიგნი ელექტრონულად დამოუკიდებლად გამოსცა და იმავე წელს დიდი პოპულარობა მოიპოვა. გამომცემლებს ეს წარმატება არ გამოჰპარვიათ და 2014 წელს რომანი დაიბეჭდა. წიგნი, მარსზე შემთხვევით მარტოდ დარჩენილი ასტრონავტის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც თითქმის შეუძლებელი მისია აქვს შესასრულებელი – გადარჩეს სიცოცხლისთვის გამოუდეგარ პირობებში. და კიდევ, წლის ბოლოს “მარსელი” დიდ ეკრანზეც შეგიძლიათ იხილოთ.

9970

და ბოლოს, თუ ჯერ არ წაგიკითხავთ კლასიკად აღიარებული ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას,” მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ წინ ძალიან დიდი სიამოვნება გელით. ეს წიგნი არის სიკეთით და სითბოთი გაჯერებული საოცრად ადამიანური ისტორია. თუ წიგნს ადამიანის უკეთესობისკენ შეცვლის ძალა შეიძლება ჰქონდეს, ჰარპერ ლის ეს რომანი სწორედ ასეთი წიგნია.