1971 წელს, როდესაც შტატ მიჩიგანის ქალაქ ტროაში საჯარო ბიბლიოთეკა გაიხსნა, ბიბლიოთეკარმა, მარგარიტ ჰარტმა რამდენიმე ცნობილ ადამიანს მისალოცი წერილის დაწერა სთხოვა. მისი აზრით ცნობილი ადამიანების მიერ დაწერილი წერილები ბავშვებში ბიბლიოთეკის და ზოგადად კითხვისადმი პოპულარობას გაზრდიდა. ნილ არმსტრონგმა, პირველმა ადამიანმა მთვარეზე, თხოვნას ქვემოთ მოყვანილი წერილით უპასუხა.
გილოცავთ ქალაქ ტროაში პირველი საჯარო ბიბლიოთეკის გახსნას. ეს დაწესებულება თქვენთვის და თქვენი საზოგადოებისთვის სარგებელის მომტანი იქნება. მოგიწოდებთ ხშირად მოინახულოთ და შეისწავლოთ წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკის თაროებს ავსებენ; კითხვა ცოდნის გაფართოების უნიკალური საშუალებაა, რომელსაც თქვენი ცხოვრების გამდიდრება შეუძლია. ეს აღმოჩენის და ცოდნის გზაზე შესანიშნავი საშუალებაა.
ყოველი წიგნი გამოცდილების და თავგადასავლების კონტეინერია. ავტორი თქვენი გიდია. წიგნები შეგახვედრებენ პოეტებს და მწერლებს, რომლებიც თქვენს ფანტაზიას ფრთებს შეასხამენ. თქვენ შეხვდებით დიდ მოაზროვნეებს, რომლებიც გაგიზიარებენ თავის მსოფლმხედველობას. გაეცნობით მოვლენებს, რომლებმაც ჩვენი ისტორია შექმნეს, ადამიანების მიერ ჩადენილ გმირულ და ასევე სამარცხვინო ამბებს. მთელი ეს ცოდნა თქვენთვისაა განკუთვნილი. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგყვებათ.
ცოდნა კაცობრიობის მიღწევების და პროგრესის ფუნდამენტია. ეს ის გასაღებია, რომელიც კაცობრიობის განვითარებას ხელს უწყობს. ადამიანი მთვარეზე ცოდნის წყურვილმა მიიყვანა, მაგრამ ეს რომ რეალობად ქცეულიყო, საჭირო იყო ცოდნის მიღება. ჩვენს პროგრესს დედამიწაზე, კოსმოსში თუ მთვარეზე, ცოდნის სწორი გამოყენება განაპირობებს. თქვენი ბიბლიოთეკა თქვენი გონების და სულის საცავია.
მშვიდობაში მოიხმარეთ. საუკეთესო სურვილებით,
ნილ არმსტრონგი
წყარო: Lettersofnote