Foto_Shota_Gujabidze

კარგი ამბავი თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის. მწერალმა და პოეტმა, ლია ლიქოკელმა შვედი კრიტიკოსების ყურადღება მიიპყრო.

“ხატები, რომელსაც ის ქმნის, მკითხველისგან ყურადღებას და ფიქრს მოითხოვენ…რთულია აღწერო მისი ტექსტების ორიგინალურობა და სიმდიდრე,” წერს შვედეთში ცნობილი კრიტიკოსი, სტიფან ესტბი.

რეცენზიის ავტორი ლიქოკელს მე-20 საუკუნის ცნობილ შვედ პოეტს და მწერალს, სონია იაკესონს ადარებს და თან ამატებს, რომ მართალია მისი წაკითხვა შვედურად მოუწია, აშკარააა რომ ლიქოკელი ენას ოსტატურად ფლობს.

ფოტო: შოთა გუჯაბიძე

წყარო: http://tidningenkulturen.se/index.php/litteratur-topp/litteraturkritik/20813-litteratur-lia-liqokeli-sa-skrattade-jattens-fru