ადამ გრინმა არაბული ზღაპრების თანამედროვე რემეიქი გადაიღო, რომლის პრემიერაც გაზაფხულზე უნდა შედგეს. რემეიქს “ადამ გრინის ალადინი” ჰქვია. ფილმში მთავარ როლებს მაკოლეი კალკინი, დევენდრა ბანჰარტი და ნატაშა ლიონი ასრულებენ.

ფილმი ალადინის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ერთ “ჩვეულებრივ” ამერიკულ ქალაქში ცხოვრობს, ქალაქში, რომელსაც კორუმპირებული სულთანი მართავს. ფილმი პაპიე მაშესგან გაკეთებულ გადასაღებ მოედანზეა გადაღებული, რაც საკმაოდ უჩვეულო ვიზუალს ქმნის.

ფილმის საუნდტრეკის ავტორი თავად ადამ გრინია.

წყარო: IMDB