ლიტაგორას რიგით მეორე პლეილისტში გიორგი ლობჟანიძე 2000-იანების იმ ბენდებზე და კომპოზიციებზე გვესაუბრება, რომლებიც ჟღერადობით და სტილით მე-20 საუკუნის 80-იან წლებს მოგვაგონებენ. უშუალოდ პლეილისტის მოსასმენად შეგიძლიათ დააჭიროთ აქ.

 

12562645_10154003294499236_927741047_o
Toro Y Moi – ს ლაივი ლონდონში, Oval Space ფოტო: გიორგი ლობჟანიძე

თუ არ იცი, რომ ეს სიმღერა 2013 წლის ინდი ჰიტია, შეიძლება იფიქრო, რომ კომპოზიცია ბაბინებიანი ოთხმოციანებიდან მოვიდა.

Forget me not-ინდი სამყაროში საკმაოდ ცნობილი შვედურ-ამერიკული ბენდის ჰიტია, რომელიც ჟღერადობის მხრივ სხვადსხვა ჟანრს აერთიანებს. მათ კლიპებში ძველი ფილმებიდან ამოჭრილ სცენებს ხშირად შეხვდებით.

Brothertiger ელექტროპოპ ბენდია, თუმცა ის მუხტი, რომელიც ჯგუფის სიმღერებიდან მოდის 80იანების Italo Disco სტილს გვაგონებს.

Cigarettes After Sex მელანქოლიური ამბიენტ-პოპ ბენდი, რომელსაც 80-იანების ჟღერადობას პოსტ-პანკური ელემენტები სძენს.

ამ სიმღერის გამოსვლისთანავე სოციალურ ქსელებში კრიტიკულ შენიშვნებს შეხვდებოდით. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით სიმღერა 80-იანების Alphaville-ის ჰიტის Big in Japan-ის სემპლებით იყო აწყობილი. მართალია მსგავსება სახეზეა, მაგრამ სინამდვილეში ის სხვა, ნაკლებად ცნობილი ბერძნული კომპოზიციის (Costas – Lost in the night) სემპლებს იყენებს.

Music Cut Copy 80-ანებისთვის დამახასიათებელი სინთ-კლავიშებით და მსუბუქი ვოკალით გამოირჩევა, ეს 80-იანების “საუნდის” ერთგვარი ალტერნატივაა.

ფრანგული ენა და სინთ-კლავიშები შეიძლება ითქვას ავტომატური წარმატების გარანტიაა. ეს სიმღერა იმ კატეგორიის კომპოზიციებს განეკუთვნება, რომლებიც პირველივე მოსმენით იპყრობენ მსმენელის ყურადღებას, რაც ვფიქრობ Angelo Badalamenti – Falling-ის სემპლის დამსახურებაცაა.

Italians Do It Better დამოუკიდებელი ლეიბლია, რომლის სპეციალიზაციას სინთ-პოპი და იტალო დისკო ბენდები წარმოადგენენ. ეს ბენდი და სიმღერაც ლეიბლის ღირსეული წარმომადგენელია. ალბათ რომ არა Italians Do It Better კინოფილმი Drive-ის საუნდტრეკი სხვანაირი იქნებოდა.

Toro Y Moi ალბათ ჟღერადობით და ვოკალით ერთიერთი ყველაზე უნიკალური თანამედროვე სინთპოპ ინდი როკ ბენდია, რომლის მუსიკა გამოირჩევა ენერგიული ფანკით, სინთით და “მძინარე” მისამღერით.