Warwick_Goble_Beauty_and_Beast

“მზეთუნახავი და ურჩხული” და ძმები გრიმების ზოგიერთი ზღაპარი გაცილებით ძველია ვიდრე ეს აქამდე გვეგონა, ამბობენ მეცნიერები. მკვლევარების აზრით, მართალია ეს ზღაპრები მე-17 და მე-18 საუკუნეში დაიწერა, მათი ფესვები 2,500-დან 6,000 წლის წინანდელ პერიოდში უნდა ვეძიოთ.

კვლევას, რომელიც Royal Society Open Science journal-ში დაიბეჭდა, დარემის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯემი ტერანი ეთანხმება. მკვლევარის აზრით აღნიშნული ზღაპრები თანამედროვე პოპულარული ინდოევროპული ენების დაბადებამდე არსებობდნენ და ისინი ზეპირმეტყველებაში ათასობით წლის განმავლობაში გადაიცემოდნენ.

“ზოგიერთი ზღაპარი გაცილებით ძველია ვიდრე პირველი ლიტერატურული ჩანაწერი, კლასიკურ მითოლოგიაზე ძველიც კი. მათ ზოგიერთ ვერსიას ლათინურ და ბერძნულ ტექსტებშიც ვხვდებით, თუმცა ჩვენი კვლევები აჩვენებენ, რომ ისინი კიდევ უფრო ძველია,” თქვა ტერანიმ.

მისი თქმით დიდი ალბათობით დღეს ცნობილი ზღაპრები უკვე არარსებული ენის წიაღდი დაიბადნენ.

“ძალიან საინტერესოა, რომ ეს ისტორიები ჩაწერის გარეშე გადარჩნენ. მათ ჯერ კიდევ მაშინ ყვებოდნენ სანამ ინგლისური, ფრანგული ან იტალიური იარსებებდა. სავარაუდოდ მათ დღეს მკვდარ ინდოევროპულ ენაზე ყვებოდნენ,” დაამატა ტერანიმ.

წყარო: The Guardian